თბილისი. 22 და 23 ივლისს, 12:00-დან 12:40-მდე იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამა გამართავს საჯარო კონსულტაციას მათთვის, ვინც გეგმავს საპროექტო განაცხადის წარდგენას 2020 წლის 26 აგვისტომდე. კონსულტაცია გაიმართება ონლაინ, ზუმის მეშვეობით (კონსულტაციის ბმულს განვათავსებთ საელჩოს ფეისბუკ გვერდზე კონსულტაციის დღეს).
როგორ დავესწრო კონსულტაციას? საჯარო კონსულტაციაზე დასწრებისთვის, მოგვწერეთ თქვენი სახელი, გვარი, ორგანიზაცია, მობილური ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა და რომელ დღეს გსურთ დასწრება (22 თუ 23 ივლისს) და სასურველი პროექტის სფერო - ერთი წინადადებით. გთხოვთ, ინფორმაცია მოგვწეროთ შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე, 19 ივლისამდე: grassroot2@tb.mofa.go.jp
წყარო: იაპონიის საელჩოს გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)