en
ge

USAID-ის ახალგაზრდული პროექტის სამუშაო შეხვედრა ახმეტაში

კახეთი. USAID-ის ახალგაზრდული პროექტის განხორციელება – ,,ბუნებრივი რესურსების ინტეგრირებული მართვა საქართველოს წყალშემკრებ აუზებში’’ – ახმეტის მუნიციპალიტეტში გუშინ, 27 ივნისს, დაიწყო. პროექტის ფარგლებში იგეგმება მოსწავლეებთან ინტენსიური შეხვედრა და საუბარი თუ როგორია ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრება.
ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, ეკატერინე შალუტაშვილის თქმით, პროექტის მიზანია მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება ბუნებრივი რესურსების მართვის კუთხით, როგორიც არის ბიო მრავალფეროვნება, წყლის რესურსები, ენერგო რესურსები: „პროექტის ფარგლებში შექმნილია საქართველოს სხვადასხვა ადგილას 35 ეკო–კლუბი, რომლებშიც ძირითადად მოსწავლეები არიან გაწევრიანებულები. ამ პროექტის ფარგლებში ხდება ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება ბუნებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ახალგაზრდები სწავლობენ ბუნების გაფრთხილებას, როგორ იცხოვრონ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. გარდა ამისა, ვიგებთ ასევე მათგან რა პრობლემებია ამ კუთხით  და ვცდილობთ მისი მოგვარების გზების პოვნას".
პროგრამა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ საქართველოში სხვადასხვა რეგიონში 2010 წლიდან ხორციელდება.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)