თბილისი. საქართველოში ბიზნესისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებული მდგომარეობის, ადამიანის უფლებებისა და ტრანსნაციონალური კორპორაციების, სხვა ბიზნეს საწარმოების საკითხების შესახებ გაეროს სამუშაო ჯგუფის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული ანგარიშის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილობით მიმართა.
სახალხო დამცველი წერილში წუხილს გამოთქვამს ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებების შესრულების დაბალ მაჩვენებელთან დაკავშირებით. წერილის მიხედვით, მიუხედავად განხორციელებული რიგი ღონისძიებებისა, სხვადასხვა უწყებისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის ბიზნესისა და ადამიანის უფლებების შესახებ სამოქმედო გეგმით განსაზღვრული არაერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანის შესასრულებლად ქმედითი ღონისძიებები არ გატარებულა.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)