ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ისტიტუტი (IDFI) გაეროს 2020 წლის ელექტრონული მმართველობის კვლევაში საქართველოს პოზიციებს მიმოიხილავს...
„საქართველომ გაეროს 2020 წლის ელექტრონული მმართველობის კვლევაში, ელექტრონული მმართველობისა (ელ-მმართველობის) და ელექტრონული ჩართულობის (ელ-ჩართულობის) განვითარების კუთხით, ქულები მცირედით გაიუმჯობესა. თუმცა, ელ-მმართველობის ინდექსის რეიტინგში ქვეყნის პოზიცია ხუთი ადგილით დაქვეითდა, ელ-ჩართულობის მხრივ კი, პირიქით, შვიდი პოზიციით დაწინაურდა. რეგიონის ქვეყნების შედარებით ჩანს, რომ საქართველო ამ მიმართულებით ნელი ტემპით ვითარდება და თანდათან კარგავს შანსს, გახდეს რეგიონის ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა ელ-მმართველობის რეფორმების კუთხით“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)