იმერეთი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს (TI) ინფორმაციით, ქუთაისის მუნიციპალიტეტში გარეგანათების მომსახურება გაძვირდა.
„ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ერთ-ერთი იურიდიული პირი კი, რომელიც მუნიციპალიტეტმა ბოლოს დააფუძნა ა(ა)იპ “ქუთგანათების სერვისია”. მისი შექმნის საფუძვლად მერიამ ფულადი სახსრების ეკონომია დაგვისახელა, თუმცა გარე განათების ქსელისა და შუქნიშნების მოვლა/ექსპლოატაცია მერიას დღეს მეტი უჯდება, ვიდრე გასულ წლებში“, - ვკითხულობთ TI-ის ინფორმაციაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)