თბილისი. პლატფორმა „სალამ“-ი საქართველოში გავრცელებული საფრთხეში მყოფი იბერიულ-კავკასიური ენების დოკუმენტირებას წარმატებით აგრძელებს.
„მოგახსენებთ, რომ აშშ-ში მოქმედი საფრთხეში მყოფი ენების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით პლატფორმა #სალამ-ი ქმნის ენების აუდიო/ვიდეო არქივს. წელს ფონდის მხარდაჭერით კრიტიკული საფრთხის წინაშე მყოფი წოვათუშური და უდიური ენების არქივის შექმნა დავიწყეთ. პროექტის ფარგლებში მოგროვებული მასალები დამხმარე საშუალების სახით გადაეცემა ყველა დაინტერესებულ მხარეს.
ლინგვისტური ექსპედიციის ფარგლებში ენათმეცნიერები ამჟამად იმყოფებიან წოვათის თემის თუშებით დასახლებულ სოფელ ზემო ალვანში, სადაც მიმდინარეობს წოვათუშური ტექსტების აქტიური ჩაწერა. დღეს ისინი ზღვის დონიდან 2000-2300 მეტრის სიმაღლეზე, #ტბათანა-ში, წოვა-თუშთა საძოვარზე იმყოფებოდნენ. გიზიარებთ ფოტოებს ჩვენი ექსპედიციიდან“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)