თბილისი. მითების დეტექტორის ინფორმაციით, 2 სექტემბერს ფეისბუკ გვერდ „ალტ-ინფოს” ონლაინ გადაცემა პარტია „პატრიოტთა ალიანის” რუსული დაფინანსების საკითხს შეეხებოდა. „ალტ-ინფო”-ს წამყვანმა შოთა მარტინენკომ განაცხადა, რომ პროდასავლური პოლიტიკურ პარტიები საქართველოში უცხოეთიდან ფინანსდებიან და „ევროპულ საქართველოსა” და სხვა პარტიებს „ღია საზოგადოების ფონდი” (ე.წ. სოროსის ფონდი) აფინანსებს.
„მტკიცება, თითქოს საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს „ღია საზოგადოების ფონდი” აფინანსებს, დეზინფორმაციაა. ფონდი, შიდა პოლიტიკის თანახმად, პოლიტიკური პარტიებს ან მისი მხარდამჭერი/საწინააღმდეგო კამპანიებს არასოდეს აფინანსებს. გარდა ამისა, პროექტის დაფინანსების ონლაინ განაცხადშიც აღნიშნულია, რომ პროექტი პოლიტიკური პარტიის/პირის მხარდამჭერ საქმიანობას არ უნდა ითვალისწინებდეს“.
წყარო: www.mythdetector.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)