თბილისი. მითების დეტექტორი აქვეყნებს მასალას: ვინ დგას კონსპირაციის უკან, თითქოს ამერიკელები გასალამაზებლად ჩვილი ბავშვების ორგანიზმს იყენებენ.
„გაზეთ ალიას 31 აგვისტო - 6 სექტემბრის ნომერში ელიზბარ დიაკონიძემ, სასულიერო პირმა, სუროგაციის აკრძალვის შესახებ საუბრისას აღნიშნა, თითქოს ამერიკაში ადამიანები გასაახალგაზრდავებლად და გასალამაზებლად ჩვილი ბავშვების ორგანიზმიდან აღებულ სითხეს მოიხმარდნენ. მან აღნიშნა, რომ ამ საქმეში ჰოლივუდის მსახიობებიც არიან ჩართულები.
სასულიერო პირის, ელიზბარ დიაკონიძის მტკიცება, თითქოს ამერიკაში ჩვილი ბავშვების ორგანიზმიდან აღებულ სითხეს გასაახალგაზრდავებლად და გასალამაზებლად მოიხმარენ, კონსპირაციაა. ამ თეორიას QAnon-ი ავრცელებს, რომლის მხარდამჭერები FBI-მა საშინაო ტერორისტულ საფრთხედ გამოაცხადა“, ნათქვამია მითების დეტექტორის ვებგვერდზე.
წყარო: www.mythdetector.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)