en
ge

საია პროკურატურას მოუწოდებს სრულყოფილად გამოიძიოს თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალების საქმე

საია პროკურატურას მოუწოდებს სრულყოფილად გამოიძიოს თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალების საქმე

თბილისი. საიას განცხადებით, 6 ივლისს, თორნიკე მერებაშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში გამავალ საავტომობილო გზაზე მრავლობითი დაზიანებებით იპოვნეს. მიღებული დაზიანებების შედეგად იგი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

„მომხდარ ფაქტზე გამოძიება იმავე დღეს დაიწყო, თუმცა საქმე ამ დრომდე გაუხსნელია. პროკურატურის ვერსიით, გზაზე მიმავალ თორნიკე მერებაშვილს ავტომანქანამ შემთხვევით გადაურა. შესაბამისად, მძღოლს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის საფუძვლით წარედგინა ბრალი.

საია მიიჩნევს, რომ პროკურატურის მიერ ამ დრომდე განხორციელებული ქმედებები არ არის საკმარისი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. საია მოუწოდებს პროკურატურას, ჩაატაროს ეფექტიანი, ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება და სრულყოფილად დაადგინოს თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალების გამომწვევი მიზეზები“.

სრულად...

წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023