en
ge

„უფლებები საქართველო“ გერმანელი პროფესორის კარანტინიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

„უფლებები საქართველო“ გერმანელი პროფესორის კარანტინიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

თბილისი. „უფლებები საქართველოს“ იურისტებმა დღეს, 16 ოქტომბერს, შესაბამისი განცხადებით მიმართეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და მოითხოვეს პროფესორი ტომას კრუსმანის საკარანტინო სივრციდან დაუყოვნებლივ გათავისუფლება.

„მიუხედავად იმისა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კრუსმანმა წარადგინა ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტირების შედეგი, რომლითაც დასტურდებოდა, რომ პროფესორი კრუსმანი იყო სრულად ჯანმრთელი, სასაზღვრო პოლიციამ ტესტირების შედეგი ვადის დარღვევით წარმოდგენილად მიიჩნია. გარდა ამისა, მას არ მიეცა საშუალება, აეროპორტში, საკუთარი ხარჯებით ჩაეტარებინა განმეორებითი ტესტირება.

პროფესორი კრუსმანისათვის არავის განუმარტებია მისთვის გასაგებ ენაზე რატომ არ იქნა მის მიერ წარმოდგენილი PCR ტესტირების შედეგი მიჩნეული რელევანტურად, მოაწერინეს ხელი დოკუმენტზე, რომელიც ასევე არ იყო მისთვის გასაგებ ენაზე ნათარგმნი და ისე გადაიყვანეს საკარანტინო სივრცეში, ოფიციალური განმარტება მას არ მიუღია“.

სრულად...

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023