en
ge

რა ღირს ფეისბუკზე ბანკის ძარცვის ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირების კამპანია?

რა ღირს ფეისბუკზე ბანკის ძარცვის ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირების კამპანია?

თბილისი. მითების დეტექტორი აქვეყნებს ბლოგპოსტს: რა ღირს ფეისბუკზე ბანკის ძარცვის ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირების კამპანია.

„21 ოქტომბერს, ზუგდიდში „საქართელოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა და გამოსასყიდის სახით თანხას ითხოვდა. ოპერაციის მსვლელობის პროცესში, გაირკვა, რომ ერთ-ერთი მძევალი ირაკლი კვარაცხელია, რომლის მეშვეობით თავდამსხმელი „მთავარ არხს“ ულტიმატუმის წასაყენებლად დაუკავშირდა, ნაციონალური მოძრაობის წევრი იყო. ოპერაციის მსვლელობის პროცესშივე სოციალურ ქსელში ანტი-ოპოზიციურმა და პრო-სახელისუფლებო გვერდებმა კამპანია წამოიწყეს, რომელიც მომხდარს ოპოზიციურ პარტია ნაციონალურ მოძრაობას უკავშირებდა და მას სახელმწიფოს დესტაბილიზაციისათვის ორგანიზებულ ინცინდენტად აფასებდა.

„მითების დეტექტორმა“ ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედი 17 ფეისბუკ ანგარიში და მედია, ასევე, 4 ანტი-ლიბერალური და პრორუსული ანგარიში გამოავლინა. ჯამურად მათ 13 დაფინანსებული პოსტი გამოაქვეყნეს. „მითების დეტექტორმა” ორი ოპოზიციური გვერდი გამოავლინა, რომელიც ცდილობდა ზუგდიდში მომხდარი ინცინდენტის ორგანიზება ხელისუფლებასთან დაეკავშირებინა. ოპოზიციურმა გვერდებმა 1 რეკლამა განათავსეს“.

სრულად...

წყარო: www.mythdetector.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023