en
ge

სასამართლომ ბავშვების მიერ მომზადებული სარჩელი ისევ არ მიიღო

სასამართლომ ბავშვების მიერ მომზადებული სარჩელი ისევ არ მიიღო

თბილისი. ოქტომბერში PHR-მა გაავრცელა განცხადება თუ როგორ არ მიიღო თბილისის საქალაქო სასამართლომ 7, 11 და 17 წლის ბავშვების მიერ საკუთარი უფლებების დასაცავად დაწერილი სარჩელი, მიზეზად კი მათ მიერ დაწერილი სასარჩელო მოთხოვნის ბუნდოვანება დასახელდა. ორგანიზაციის ინფორმაციით, არასრულწლოვანებმა ხელმეორედ შეიტანეს სარჩელი, რომელიც ისევ არ მიიღო სასამართლომ. ამჯერად, მიზეზი მხოლოდ ის იყო, რომ ბავშვების მიერ დაწერილ სარჩელს მშობელი არ აწერდა ხელს.

„სარჩელის ამ მიზეზით დახარვეზება პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის 2020 წლის პირველ სექტემბერს ძალაში შესულ „ბავშვის უფლებათა კოდექსთან“, რომლის მე-13 მუხლის თანახმად, ბავშვისთვის გარანტირებულია სასამართლოში მიმართვის უფლება: „ბავშვს უფლება აქვს, საკუთარი უფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს ან/და შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს და ისარგებლოს მართლმსაჯულების ისეთი სისტემით, რომელიც არის ბავშვისთვის ხელმისაწვდომი, მისი ასაკის შესაბამისი, ბავშვისთვის ადვილად აღსაქმელი, სწრაფი, სამართლიანი, თანამიმდევრული, მისი უფლებებისა და საჭიროებებისთვის მორგებული, ბავშვის ღირსებისა და პირადი ცხოვრების მიმართ პატივისცემის გამომხატველი“.

სრულად...

წყარო: phr.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023