en
ge

EMC: მიხაილოს საქმეზე პრობაციის სააგენტოს განცხადება არაზუსტია

EMC: მიხაილოს საქმეზე პრობაციის სააგენტოს განცხადება არაზუსტია

თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ცნობით, 11 ნოემბერს, სასამართლომ არ დააკმაყოფილა თბილისის პრობაციის ბიუროს მოთხოვნა, მიხაილოს (მიხეილ თოდუას) მიმართ შინაპატიმრობის ნაცვლად გამოყენებული ყოფილიყო საპატიმრო სასჯელი. ამის ნაცვლად, სასამართლომ დაამძიმა შინა პატიმრობის წესები და თუკი აქამდე იგი ვალდებული იყო, საცხოვრებელ ადგილას ყოფილიყო 21:00-საათიდან 08:00 საათამდე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხაილოს 19:00-საათიდან 08:00 საათამდე განესაზღვრა შინ ყოფნის ვადად.

„აღნიშნულ საკითხზე დღეს სპეციალური განცხადება გააკეთა დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ, სადაც ნათქვამია, რომ თითქოს მიხაილო შინაპატიმრობის ვალდებულებებს სისტემატურად არღვევდა და გასული წლის ბოლოდან მოყოლებული, მან 18-ჯერ დაარღვია დადგენილი რეჟიმი. აღნიშნული განცხადება არის ფაქტობრივად არაზუსტი და მიზნად ისახავს მიხაილოს მიმართ საზოგადოებაში უარყოფითი განწყობების შექმნას“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.

სრულად...

წყარო: emc.org.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023