თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ბლოგპოსტის თანახმად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ (სააგენტო) შეიმუშავა სახელმწიფო სერვისების შექმნის, მიწოდების, ხარისხის უზრუნველყოფისა და განფასების პოლიტიკის დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსიები და მათი მთავრობის მიერ დამტკიცება 2020 წლის დეკემბერშია დაგეგმილი. ორგანიზაციამ სააგენტოს წარუდგინა პოლიტიკის დოკუმენტთან და სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები.
IDFI-ის მიერ წარდგენილი ექვსი რეკომენდაციიდან ორი ეხებოდა დოკუმენტების შინაარსობრივ მხარეს: აღსრულების მექანიზმთან დაკავშირებით ამოცანების და ღონისძიებების გაწერის საჭიროება და მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის საკითხი. IDFI-ის დანარჩენი კომენტარები კი ემსახურებოდა ამოცანებისა და ინდიკატორების გამართულობის უზრუნველყოფას.
2020 წლის ოქტომბერში სააგენტომ IDFI-ს დაუბრუნა პასუხები (შენიშვნების ფურცელი) მიღებულ მოსაზრებებზე, რომლის მიხედვით, წარდგენილი ორი შინაარსობრივი კომენტარიდან არცერთი არ არის გათვალისწინებული, ხოლო ამოცანებისა და ინდიკატორების გამართულობასთან დაკავშირებით წარდგენილი კომენტარები გათვალისწინებულია.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)