en
ge

EMC მთავრობას შშმ პირთა დიდი ზომის დაწესებულებების დახურვისკენ მოუწოდებს

EMC მთავრობას შშმ პირთა დიდი ზომის დაწესებულებების დახურვისკენ მოუწოდებს

თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება 3 დეკემბერს - შშმ პირთა საერთაშორისო დღეს. ორგანიზაცია საქართველოს მთავრობას ინსტიტუციონალიზაციის პრაქტიკის დასრულებისკენ მოუწოდებს, რაც დიდი ზომის დაწესებულებების დახურვას და პარალელურად, ადამიანის უფლებებთან თავსებადი თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მხარდამჭერი სერვისების შექმნას გულისხმობს.

„წლების მანძილზე სახელმწიფოს მიერ ფსიქოსოციალური და ინტელექტუალური ნიშნით შშმ პირთა საჭიროებების უგულვებელყოფა ასობით ადამიანს საზოგადოებაში ცხოვრების შესაძლებლობას ართმევს და ფსიქიატრიულ დაწესებულებებსა და პანსიონატებში ცხოვრებისთვის წირავს. დიდი ზომის დაწესებულებებში მყოფი ადამიანების უმეტესობა ცხოვრების დიდ ნაწილს ფსიქიატრიულ საავადმყოფოსა და პანსიონატებში ატარებენ, რაც საზოგადოებისაგან იზოლაციის პარალელურად, გულისხმობს ცხოვრებას ძალადობასა და უგულვებელყოფაში, შრომით ექსპლუატაციაში, ღირსების შემლახავ საცხოვრებელ გარემოში, ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვების, მუდმივი კონტროლისა და დისციპლინირების ქვეშ“, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

სრულად...

წყარო: emc.org.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023