სამეგრელო. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციით, ფოთის მერის გოჩა კურდღელიას ბიზნესპარტნიორისა და მეგობრის რამაზ გუჯაბიძის წილობრივ მფლობელობაში არსებულმა კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვებიდან 2012 წლიდან დღემდე 306 205 ლარი მიიღო.
„კომპანია „ხალიბთან” 2012 წლიდან დღემდე 671 გამარტივებული შესყიდვა გაფორმდა 373 შესყიდვა ფოთის მერიის იურიდიულ პირებთან გაფორმდა - 310 ხელშეკრულება გოჩა კურდღელიას მერობის პერიოდზე მოდის რამაზ გუჯაბიძეს სხვადასხვა დროს მმართველი პარტიების ყულაბაში 183 000 ლარი აქვს შეტანილი“, ნათქვამია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ბლოგპოსტში.
ორგანიზაცია მოუწოდებს ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლოს თითოეული შესყიდვა და დაადგინოს, შეიცავს თუ არა კორუფციის შესაძლო ნიშნებს.
წყარო: transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)