თბილისი. გაეროს ბავშვთა ფონდისა და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ცხელ ხაზს - 111-ს, ახალი მიმართულება დაემატა.
„ამიერიდან ცხელი ხაზი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებსა და მათ მშობლებს კორონავირუსთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებზეც გაუწევს კონსულტაციას. ყველა აღმოჩენილ საჭიროებას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური ონლაინ კლინიკა განიხილავს“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)