en
ge

შეხვედრა დევნილთა სამინისტროში

თბილისი. 22 აპრილს „სიდას" და ქეა საერთაშორისოს ორგანიზებით, დევნილები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილეს მერაბ მენაბდეს და დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსს მურად აბლოთიას შეხვდნენ. შეხვედრის ძირითადი ნაწილი ადვოკატირების პროცესის ანალიზს და სამინისტროსთვის დევნილთა ადვოკატირების ქსელის წარდგენას დაეთმო.
შეხვედრა პროექტ „იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების სტაბილიზაციისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის" ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ქეა ნორვეგია და ქეა საერთაშორისო კავკასიაში ახორციელებენ.  პროექტის ადგილობრივი განმახორციელებელი პარტნიორია „სიდა". 
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)