თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო აქვეყნებს ბლოგპოსტს: არის თუ არა საქართველო მიტაცებული სახელმწიფო.
„ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები წლების განმავლობაში საუბრობდნენ საქართველოში არაფორმალური მმართველობის პრობლემაზე. 2018 წელს ეს შეფასება კიდევ უფრო დამძიმდა, როდესაც უკვე საერთაშორისო დონეზე დაიწყო დისკუსია ქვეყანაში დემოკრატიულ უკუსვლასა და სახელმწიფოს მიტაცების ნიშნების არსებობაზე. „ქართული ოცნების“ მმართველობის ორი ვადის გასვლის თავზე დაგროვილი მტკიცებულებები საკმარისია იმის სათქმელად, რომ კორუფციამ საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების ფორმა მიიღო“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)