en
ge

საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსი არაქმედითი დოკუმენტია

საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსი არაქმედითი დოკუმენტია

თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს კვლევის მიზანია პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის შეფასება, საპარლამენტო ეთიკის კოდექსის შემუშავებისა და მიღების პროცესის მიმოხილვა, იმ ძირითადი მიზეზების გამოვლენა, რომელთა გამო საპარლამენტო ეთიკის კოდექსი არ გამოდგა ეფექტური მექანიზმი საქართველოს პარლამენტის წევრების მხრიდან არაეთიკური ქცევის შემთხვევების აღსაკვეთად. კვლევაში საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით შემუშავებულია რეკომენდაციები X მოწვევის პარლამენტისთვის არსებული ვითარების გასაუმჯობესებლად.

„ეთიკის კოდექსის მიღება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია პარლამენტის მხრიდან, თუმცა არსებით ხარვეზს წარმოადგენს დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირების ეფექტური მექანიზმების არ არსებობა. მიღებული ეთიკის კოდექსი, ქცევის წესის დარღვევის შემთხვევაში, დეპუტატისთვის მხოლოდ სარეკომენდაციო წერილით მიმართვის უფლებამოსილებას ითვალისწინებს. რეაგირების ეფექტური მექანიზმის გარეშე, ეთიკის კოდექსი მხოლოდ ფორმალურ დოკუმენტად დარჩება“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.

სრულად...

წყარო: transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)