en
ge

ღირსეული შრომის პლატფორმა: სოციალური მუშაკები პანდემიაში ტრანსპორტირების გარეშე მუშაობენ

ღირსეული შრომის პლატფორმა: სოციალური მუშაკები პანდემიაში ტრანსპორტირების გარეშე მუშაობენ

თბილისი. ღირსეული შრომის პლატფორმა ეხმაურება სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სოციალური მუშაკების ტრანსპორტირების საკითხს.

„როგორც ჩვენთვის ცნობილია, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სოციალური მუშაკები როგორც სამსახურში ისე სამსახურეობრივი მოვალეობის დროს განხორციელებულ ვიზიტებზე გადაადგილდებიან საკუთარი ხარჯით, რაც მათ არ უნაზღაურდებათ. სოციალური მუშაკებისადმი მაღალი მიმართვიანობისა და ბენეფიციარების ინტერესების დასაცავად უმეტესობა ვერ ახერხებს ჩაჯდეს ე.წ. სამორიგეო სქემაში რაც კვირაში ერთხელ გამოცხადებას გულისხმობს.

მოვუწოდებთ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს უზრუნველყოს სოციალური მუშაკების ტრანსპორტირება – როგორც სამსახურამდე ისე ბენეფიციარებთან ვიზიტების განხორციელების დროს“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.

სრულად...

წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023