თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 2021 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებას საბავშვო ბაღების მუშაობისა და თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში დისტანციური სწავლების პროცესის 1 მარტიდან განახლების თაობაზე.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ბავშვზე სამზრუნველო დაწესებულებების ხანგრძლივი ვადით დისტანციურ რეჟიმზე დარჩენა უნდა იყოს უკიდურესი ღონისძიება, რომელმაც ხელი არ უნდა შეუშალოს განათლების უფლების ეფექტურ განხორციელებას. ამასთან, იმ სკოლებში სადაც სწავლის პროცესი მიმდინარეობს ან იგეგმება განახლება, მნიშვნელოვანია არსებული ინფრასტრუქტურა, წყლის მისაწვდომობა და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა პასუხობდეს ვირუსის პრევენციისთვის აუცილებელ პირობებს.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)