თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ყოფილი უფროსის, ბადრი რომანაძის კომპანია „ჯორჯიან სტოუნმა” ქობულეთის შესყიდვებიდან 2015-2020 წლებში 24 647 168 ლარის ხელშეკრეულებები მიიღო - მათ შორის, 6 184 705 ლარზე მეტი უკონკურენტო შესყიდვებით.
„საეჭვო გარემოებები გამოიკვეთა ფოთის და თერჯოლის მუნიციპალიტეტის შესყიდვებშიც.
მოვუწოდებთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტს, დაუყოვნებლივ დაიწყოს მოკვლევა შესაძლო კორუფციულ ფაქტებთან დაკავშირებით“, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
წყარო: transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)