en
ge

ბავშვთა აუტიზმის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა

სამეგრელო. ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია „ქსენონის" ინიციატივით, ზუგდიდში, 24 აპრილს,  აუტიზმის გამოვლენის, ზოგადი რჩევების და მიდგომების შესახებ სკოლის და საბავშვო ბაღის მასწავლებლებთან საინფორმაციო შინაარსის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აუტისტური სპექტრის აშლილობათა სტატისტიკა საგანგაშოა და ის ყოველი 110-ე ბავშვიდან ერთს აღენიშნება.
„ქსენონის" ხელმძღვანელის, ნინო ჯანაშიას განცხადებით, სკოლამდელი საღმზრდელო დაწესებულების პედაგოგებმა დროულად უნდა აღმოაჩინონ პატარებში აუტიზმის კლინიკური ნიშნები და მშობლებსაც პრობლემის შესახებ დროულად აცნობონ. მათ თავის მხრივ, სპეციალიზებულ ფსიქოლოგს უნდა მიმართონ, რომლებიც დღეს მხოლოდ თბილისში არიან. შეხვედრაზე, სკოლებში, ინკლუზიურ ბავშვებთან უფრო კვალიფიციური მუშაობისთვის  დამხმარე პედაგოგების და ფსიქოლოგების აუცილებლობაზეც ისაუბრეს.
შეხვედრის ბოლოს, აუტიზმით დავადებული ბავშვის შესახებ  დოკუმენტური ფილმი „დრონა და მე" უჩვენეს აუდიტორიას.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)