თბილისი. 25 იანვარს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო ავტოპარკი, რომელიც 650,000 ავტომობილისგან შედგება, ეტაპობრივად ჩანაცვლდება „მწვანე“, ეკოლოგიურად სუფთა, ამერიკული წარმოების ელექტრომობილებით.
„ბოლო წლებში, საქართველოს მთავრობაც აქტიურად აჟღერებდა ანალოგიურ გეგმებს მდგრადი განვითარების და მწვანე ეკონომიკის მიმართულებით. აღნიშნული ძალისხმევის მიუხედავად, საქართველოს სახელმწიფო ავტოპარკში ძალზედ მწირია ელექტრომობილების წილი.
ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად მატულობს ელექტრომობილების ეფექტიანობა და ხარჯთსარგებლიანობა, რაც კიდევ უფრო მიზანშეწონილს ხდის მათი გამოყენების მაქსიმალურად გავრცელებას. განსაკუთრებით, სახელმწიფო ავტოპარკში ინტეგრაციის თვალსაზრისით, სადაც ხარჯების ოპტიმიზაცია ესოდენ მნიშვნელოვანია. ამის მისაღწევად, პირველ რიგში, აუცილებელია საკანონმდებლო დონეზე არსებული უზუსტობების აღმოფხვრა, რათა სახელმწიფო ავტოპარკის შემდგომი განახლება განხორციელდეს ეკოლოგიურად სუფთა და ეკონომიური ავტომობილებით“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)