თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ მომზადებული კვლევის „ბიზნესის კეთილსინდისიერება საქართველოში“ თანახმად, ქვეყანაში მნიშვნელოვანი გამოწვევები არსებობს კერძო სექტორში კორუფციის პრევენციის მხრივ.
“საქართველოს მთლიანობაში კარგი საკანონმდებლო ბაზა აქვს კორუფციის პრევენციისთვის, თუმცა კანონის აღსრულება ხშირად არაეფექტიანია, განსაკუთრებით მაღალი დონის კორუფციის შემთხვევებში. ამის მთავარი მიზეზია კორუფციის გამოძიებაზე პასუხისმგებელი უწყებებების არასაკმარისი დამოუკიდებლობა მმართველი პარტიისგან და მმართველი პარტიის ყოფილი ლიდერის არაფორმალური გავლენა მათ საქმიანობაზე. ამგვარი გავლენა ასევე ქმნის შესაძლებლობას, რომ ანტიკორუფციული გამოძიებები გამოყენებულ იქნეს შურისძიების ინსტრუმენტად ხელისუფლებისთვის არასასურველი კომპანიებისა და ბიზნესმენების წინააღმდეგ”.
წყარო: transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)