თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციით, სენაკის საკრებულოს წევრმა, დათო ადამიამ და მისმა კომპანია - შპს „დაგიმ“ 2011 წლიდან დღემდე ჯამში 87 ტენდერი მოიგო. ასევე მიიღო 80 გამარტივებული შესყიდვა. ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ 6,779,143 ლარი შეადგინა.
„შპს „დაგის“ ჩართულობა სენაკის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო შესყიდვებში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” შეფასებით, აჩენს ეჭვებს პროცესის კანონიერებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მოვუწოდებთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლოს თითოეული შესყიდვა და დაადგინოს, შეიცავს თუ არა კორუფციის შესაძლო ნიშნებს“, ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)