თბილისი. ინფორმაციის თავისუფლბის განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) მოამზადა კვლევა - „პანდემიის გავლენა დანაშაულის სტატისტიკაზე".
„ქვეყანაში რეგისტრირებული დანაშაულის მაჩვენებლებზე პანდემიის გავლენის შეფასების მიზნით, IDFI-მ გაანალიზა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკის მაჩვენებლები. 2018 წლიდან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველთვიურად პროაქტიულად აქვეყნებს დანაშაულის სტატისტიკას დანაშაულის სახეების მიხედვით, რაც საშუალებას გვაძლევს პანდემიის და მასთან ბრძოლის ფარგლებში გატარებული შემზღუდავი ღონისძიებების გავლენის შეფასებას კონკრეტული დანაშაულების მიმართებით“, - ნათქვამია კვლევის შესავალში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)