თბილისი. 2021 წლის 9 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლების მიმართ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ. მაუწყებლის ცნობით, ერთ-ერთ მათგანს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ხოლო მეორეს - ავტომანქანა დაუზიანეს. დაზარალებულები თავდასხმებს კრიტიკულ მედიასაშუალებაში საქმიანობას უკავშირებენ.
სახალხო დამცველი გმობს მედიის წარმომადგენელთა მიმართ ჩადენილ ყველა სახის ძალადობას და ხაზგასმით აღნიშნავს თავისუფალი და კრიტიკული მედიაგარემოს სასიცოცხლო როლს დემოკრატიული საზოგადოებისთვის ისევე, როგორც მის განსაკუთრებულ ფუნქციას ქვეყანაში კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა პატივისცემის მიმართულებით.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)