თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების (ახალციხე, ნინოწმინდა, ახალქალაქი, ასპინძა, ადიგენი და ბორჯომი) თანამდებობის პირთა 2020-2021 წლის დეკლარაციები შეისწავლა.
„კვლევის დროს შევისწავლეთ მერიებისა და საკრებულოების 144 თანამდებობის პირის დეკლარაცია. 49 დეკლარაციაში აღმოჩნდა დარღვევა და ფაქტობრივი უზუსტობა, ასევე გამოვლინდა თანამდებობრივი შეუთავსებლობის/შეუთავსებელი საქმიანობის 27 შემთხვევა. აღსანიშნავია, რომ ცალკეულ თანამდებობის პირებთან დაკავშირებული კომპანიები ჩართული არიან სახელმწიფო შესყიდვებშიც“, - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)