თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) კრიტიკულად აფასებს 19-21 ივნისის მოვლენების თაობაზე „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს. კანონპროექტი 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ დანაშაულთა ფართო წრეზე ბლანკეტურად აუქმებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და პროცესიდან სრულად გამორიცხავს დაზარალებულებს.
ორგანიზაციის შეფასებით:
„ამნისტიის კანონპროექტი უნდა დაეფუძნოს ფართო საზოგადოებრივ და პოლიტიკურ კონსენსუსს;
ამნისტია უნდა იყოს მკაფიო და ზუსტი შინაარსის და ამ პროცესში მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს დაზარალებულთა ჩართულობასა და მათ ინტერესებზე;
ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირებისთვის და პოლიტიკური პროცესების კონსტრუქციულ, ინსტიტუციურ რეჟიმში გადაყვანისთვის ხელისუფლებამ უნდა აჩვენოს რეალური პოლიტიკური ნება, ფუნდამენტური საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმებისთვის, აგრეთვე პოლიტიკური ძალაუfლების განაწილებისთვის“.
წყარო: socialjustice.org.ge
ფოტო: ნეტგაზეთი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)