ქვემო ქართლი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) ეხმაურება ქვემო ქართლში, გაგის ციხეზე აღმართული ჯვრის დაზიანების ფაქტს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიებისკენ მოუწოდებს.
„აღნიშნული ინციდენტის დროული გამოძიება არსებითად მნიშვნელოვანია ამ საკითხით რელიგიური და პოლიტიკური სპეკულირების თავიდან აცილების მიზნით. სამწუხაროდ, ცალკეული ულტრაკონსერვატიული შოვინისტური კლერიკალური და სამოქალაქო ჯგუფები ბოლო წლებში ცდილობენ მარნეულში სოციალური მშვიდობის დარღვევას და რელიგიური და ეთნიკური საკითხების ინსტრუმენტალიზებას“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)