თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი აქვეყნებს ნამახვანის მშენებლობასთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ ვიდეოს.
„ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურების კასკადზე გარემოსდაცვითი და მშენებლობის ნებართვები კანონმდებლობით გათვალისწინებული სავალდებულო გამოკვლევებისა და სრულყოფილად შესწავლის გარეშე, კონკრეტული პირობებით გაიცა.
ნებართვების გაცემიდან 1 წელზე მეტი დრო გავიდა, თუმცა კომპანიას დამატებითი გამოკვლევები სახელმწიფოსთვის სრულყოფილად ჯერ ისევ არ წარუდგენია.
ადგილზე მიმდინარე სამუშაოებით ენკა როგორც გარემოსდაცვით, ისე მშენებლობის ნებართვის პირობებს არღვევს“.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)