en
ge

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე იმსჯელეს

კახეთი.თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების და საბჭოს სამდივნოს წარმომადგენლების მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა.
მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს წევრის, მაია ბიბილეიშვილის თქმით, დღეს როდესაც საქართველო მიისწრაფის გახდეს დემოკრატიული თანამეგობრობის ღირსეული წევრი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა სახელმწიფოს ერთ-ერთი უპირატესი მოვალეობაა,  რადგან ყველა სახელმწიფოს სახელი, კულტურა და ღირსება განისაზღვრება იმით, თუ როგორ ექცევა ის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს. მაია ბიბილეიშვილის თქმითვე, შშმ პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის შესახებ 2013-2016 წლების სამთავრობო-სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი მიმდინარეობს შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო სახელმწიფო საბჭოს ეგიდით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ქვეპროექტის „შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფი საკოორდინაციო საბჭოს მხარდაჭერა" ფარგლებში.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)