სამეგრელო. საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საბინე მახლმა სამეგრელოს სოფელ ცაიშში, ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისა და ძალადობაგამოვლილი პირების კრიზისული ცენტრი მოინახულა.
„ცაიშში კრიზისული ცენტრი 2019 წელს, არასამთავრობო ორგანიზაცია „სახლისა“ და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის შედეგად, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ამოქმედდა.
კრიზისული ცენტრი ძალადობის მსხვერპლებსა და ძალადობაგამოვლილ პირებს ფსიქოლოგიურ, სოციალურ და ეკონომიკურ დახმარებას, სარეაბილიტაციო, სამედიცინო, იურიდიულ და რეფერალურ მომსახურებებს სთავაზობს“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)