სამეგრელო. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციით, ჩხოროწყუში ადგილობრივ ტენდერებს სოფელ ხაბუმეში მერის წარმომადგენლის, ნესტან ქარჩავას ძმა და მამა იგებენ.
„ნესტან ქარჩავას მამის, გონერი ქარჩავას კომპანიამ, შპს „თენგო+”-მა და ძმამ - რუსლამ ქარჩავამ 2011 წლიდან დღემდე 3 377 519 ლარის ღირებულების ტენდერები და გამარტივებული შესყიდვები მიიღეს.
საკუთრივ რუსლამ ქარჩავამ, როგორც ინდივიდუალურმა მეწარმემ, 66 637 ლარის ღირებულების ხუთი გამარტივებული შესყიდვა მიიღო, რომელთაგან 58 796 ლარის ღირებულების ორი შესყიდვა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტზე მოდის.
მოვუწოდებთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლოს თითოეული შესყიდვა და დაადგინოს, შეიცავს თუ არა კორუფციის შესაძლო ნიშნებს“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)