თბილისი. 22 და 23 მაისს, საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა გაიარეს ტრენინგი, რომელიც ეხებოდა ახალ სასკოლო სახელმძღვანელოს: „რა ვიცით პარლამენტის შესახებ?”.
„სახელმძღვანელო შეიცავს ინფორმაციას პარლამენტსა და პარლამენტარიზმზე, რომელიც მიწოდებულია მოზარდებისთვის გასაგები ენით.
მომავალი სასწავლო წლიდან, ახალი სახელმძღვანელო თბილისისა და აღმოსავლეთ საქართველოს 50 საჯარო სკოლაში, მე-5, მე-6 და მე-7 კლასების პროგრამაში, პილოტურ რეჟიმში დაინერგება.
მისი მეშვეობით, 3,000-მდე სკოლის მოწაფე უფრო მეტს გაიგებს საქართველოს პარლამენტის შესახებ და გაეცნობა საპარლამენტო საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობას“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)