თბილისი. სახალხო დამცველის ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანატმა გაითვალისწინა ომბუდსმენის აპარატის მიმართვა და სასწავლო მასალის ჰომოფობიური შინაარსის მატარებელი ლიტერატურა სხვა შესაბამისი სახელმძღვანელოებით ჩაანაცვლა.
„სახალხო დამცველის აპარატმა, ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობის“ განცხადების საფუძველზე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის არჩევითი დისციპლინის „პოლიტიკური კულტურის“ სავალდებულო ლიტერატურა შეისწავლა. შესწავლამ ცხადყო, რომ სასწავლო მასალა ჰომოფობიური შინაარსის შემცველი იყო“.
წყარო: ombudsman.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)