თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) ეხმაურება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებას ნამახვანი ჰესის ეკონომიკური სარგებლიანობის საკითხზე ჩატარებული კვლევების შესახებ, რომელიც სამინისტრომ პროექტზე ხარჯთსარგებლიანობის ანალიზის არსებობის დადასტურების მიზნით გაავრცელა.
„თავად სამინისტროს განცხადების შინაარსი ადასტურებს, რომ პროექტის მომზადების ეტაპზე კონკრეტულად ნამახვანი ჰესის პროექტის ხარჯთსარგებლიანობის ანალიზი არ ჩატარებულა, რითიც უხეშად დაირღვა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები.
ორგანიზაცია უკვე მერამდენედ მოუწოდებს მთავრობას და შესაბამის უწყებებს, დაუყოვნებლივ გაასაჯაროოს ნამახვანი ჰესის პროექტზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნა და პროექტის ხარჯთარგებლიანობის ანალიზი“.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)