თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი გთავაზობთ თორნიკე გერლიანის ანალიტიკურ დოკუმენტს: „საპარლამენტო კონტროლის ძირითადი მექანიზმები საქართველოში“.
„საპარლამენტო ზედამხედველობა არსებითად ორ დონეზე - პლენარულსა და საკომიტეტოზე - მიმდინარეობს. საკომიტეტო კონტროლი უფრო მეტად საკითხების საგნობრივ და სიღრმისეულ შესწავლას გულისხმობს. მისი მიზანი არა იმდენად პოლიტიკური ამინდის შექმნა, არამედ საკითხების სპეციფიკურ მახასიათებლებში გარკვევა და მისი დეტალური ანალიზია, რაც შემდგომ, შესაძლოა, უფრო ფართო პოლიტიკური პროცესების წინაპირობა გახდეს. საპირისპიროდ, პლენარულ სხდომაზე მიმდინარე პროცედურების დიდი ნაწილი, სხვა ფუნქციებთან ერთად, უფრო მეტად ემსახურება პოლიტიკური დღის წესრიგის ჩამოყალიბებისა და პოლიტიკური იძულების მიზნებს“.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)