en
ge

IDFI-მ და Post Bellum-მა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

IDFI-მ და Post Bellum-მა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) და Post Bellum-მა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

„Post Bellum 2001 წელს, ჟურნალისტებისა და ისტორიკოსების მიერ ჩეხეთში დაფუძნებული არასამთავრობო არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც დოკუმენტურად ასახავს მე-20 საუკუნის მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენების მოწმეების მოგონებებს და ცდილობს ამ ამბების ფართო საზოგადოებაში გავრცელებას.

Post Bellum-ის მთავარი პროექტი არის „ერების მეხსიერება“ (Memory of Nations), იმ ადამიანების მოგონებათა კრებული, ვინც მე–20 საუკუნის ტოტალიტარული ეპოქა გამოიარა, ასევე ფოტოები, გაზეთები და სხვადასხვა ისტორიული ჩანაწერი. კრებული 12,000-მდე ისტორიისაგან შედგება და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია ონლაინ, მონაცემთა ბაზის საშუალებით.

დღესდღეობით გარდა მთავარი პროექტისა, Post Bellum მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებს 23 საერთაშორისო პროექტს. 

IDFI აქტიურად მუშაობს მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევებზე. IDFI იზიარებს Post Bellum-ის მისიასა და ხედვებს ზემოაღნიშულ საკითხებთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ორგანიზაციები თანხმდებიან რომ Post Bellum საკუთარ ცოდნას გაუზიარებს IDFI-ს და სამომავლოდ IDFI-სთან ერთად დაგეგმავს საერთო პროექტებს აღნიშნული მიმართულებით“.

სრულად...

წყარო: idfi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)