თბილისი. „უფლებები საქართველო“ მიგრანტების დასახმარებლად ახალ პროექტს იწყებს.
პროექტის ფარგლებში, ორგანიზაცია მიგრანტებს საქართველოდან გაძევება-არგაძევების საკითხებში უფასო სამართლებრივ დახმარებასა და კონსულტაციებს გაუწევს. ასევე, მოამზადებს სამს კვლევას, რომელიც ორიენტირებული იქნება მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებულ პრაქტიკასა და კანონში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირებასა და გადაჭრის გზებზე.
წყარო: rights.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023