თბილისი. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) ინფორმაციით, ორგანიზაციას Facebook-მა ოფიციალურად დაუდასტურა, რომ ალტ-ინფოს Facebook გვერდი „სამართლიანი არჩევნების“ შეტყობინების საფუძველზე წაიშალა.
ISFED-მა Facebook-ს მიმართა და ალტ-ინფოს მიერ მის პლატფორმაზე გაკეთებული სიძულვილის ენის შემცველი განცხადებებისა და ძალადობრივი ჯგუფების მობილიზების შესახებ აცნობა.
„Facebook-ის შესაბამისი განყოფილების გადაწყვეტილებით, ალტ-ინფომ Facebook-ის გამოყენების წესები და პოლიტიკა დაარღვია“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)