კახეთი. კამპანიის „ეს ქვეყანა შენიასთვის“ საკომუნიკაციო სტრატეგიის განახლების მიზნით, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა, 3 აგვისტოს სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრას წინ უძღოდა სხვადასხვა სფეროსა და კამპანიაში ჩართული ადამიანების ონლაინ ფოკუს–ჯგუფები, ინტერვიუები, რომლებმაც ერთი მხრივ შეაფასეს სამი წლის წინათ დაწყებული ფართომასშტაბიანი კამპანია და არსებულ საკომუნიკაციო სტრატეგიის განახლების მიმართულებითაც წარმოადგინეს შეხედულებები. შეგახსენებთ, რომ ფართომასშტაბიანი კამპანია „ეს ქვეყანა შენია“ სამი წლის წინათ დაიწყო და იგი ემსახურება სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრებასა და სამოქალაქო აქტივიზმის, ასევე სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის ხელშეწყობას.
შეხვედრა გაიმართა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ორგანიზებით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის“ ფარგლებში, რომლის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირი (EU) და კონრად ადენაუერის ფონდი (KAS).
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)