en
ge

განცხადება უცხოელების ვაქცინაციასა და ინდოელ სტუდენტებზე დაწესებულ შეზღუდვაზე

განცხადება უცხოელების ვაქცინაციასა და ინდოელ სტუდენტებზე დაწესებულ შეზღუდვაზე

თბილისი. ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, 22 ივლისიდან ამოქმედდა რეგულაცია, რომელიც საშუალებას აძლევს საქართველოში მყოფ უცხოელებს, ისარგებლონ იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამით და ჩაიტარონ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. თუმცა, ბრძანება ითვალისწინებს კონკრეტულ პირობებს და ის ვრცელდება მხოლოდ უცხოელ ბენეფიციართა გარკვეულ ჯგუფზე.

რეგულაციის მიხედვით, ვაქცინაციას ვერ შეძლებენ უსაბუთოდ მყოფი უცხოელები, ასევე, უცხოელი პირები, რომლებიც საქართველოში კანონიერად იმყოფებიან, თუმცა ბოლო სამი თვის განმავლობაში, საქართველოში კანონიერად ყოფნის უზრუნველყოფის მიზნით, მოუხდათ საქართველოს საზღვრის გადაკვეთა და კვლავ შემოსვლა. ამასთან ერთად, კვლავ უცვლელი რჩება ინდოელი სტუდენტების მიმართ შეზღუდვა, რომელიც საქართველოში შემოსვლას შესაძლებელს ხდის მხოლოდ ჩარტერული რეისით. მეორეს მხრივ, კი ჩარტერული რეისები არ ან შეზღუდული რაოდენობით ორგანიზდება და სტუდენტები ვერ ახერხებენ სასწავლებლად საქართველოში დაბრუნებას.

ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას და პანდემიის საკითხებზე შექმნილ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს, მოიხსნას ზემოთხსენებული შეზღუდვები, რომელიც ზღუდავს ადამიანის უფლებებს, საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლეს და ქმნის ვირუსის გავრცელების რისკს.

განცხადებას უერთდება „უფლებები საქართველო“.

სრულად...

წყარო: tdi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)