en
ge

დმანისის კონფლიქტი - ყოფით ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირების ეთნიკური შტრიხები

დმანისის კონფლიქტი - ყოფით ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირების ეთნიკური შტრიხები

ქვემო-ქართლი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი აქვეყნებს ორგანიზაციის მიერ მომზადებული კვლევის დოკუმენტს, რომელშიც შეფასებულია დმანისში, 2021 წლის მაისში მომხდარი დაპირისპირება.

„აშკარაა, რომ ინკლუზიური, თანასწორი და სამართლიანი სოციალური თუ პოლიტიკური გარემოს მშენებლობის პროცესში ხელისუფლებების მიერ წლების განმავლობაში გამოვლენილი გულგრილობა, ქმნის მაღალ რისკებს თემთა შორის სოციალური იზოლაციისთვის და კონფლიქტებისთვის. ამ რისკების მძიმე შედეგები კი სახელმწიფოს მხრიდან ჯეროვნად შეფასებული არ არის და ის ყოველ ჯერზე პრობლემის არაღიარების ინსტინქტსა და მიდგომას მიმართავს.

თემის ლიდერებში განცდა, რომ კონფლიქტი ამოიწურა და გადაიჭრა არ არსებობს და ყველა გამოკითხული ადამიანი სუსტ ნდობას ავლენდა 17 მაისს მომხდარი შერიგების სიმბოლური პროცესის მიმართ. მათი თქმით, ისინი შერიგების პროცესში მონაწილე პირებს არც კი იცნობენ და თავად ეს ფაქტიც აჩვენებს, თუ რამდენად გამქრალია პოლიტიკური და სამოქალაქო ცხოვრება დმანისის მუნიციპალიტეტში. ამის მიუხედავად, ამ პროცესში ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ადგილობრივი თემების ლიდერები იზიარებენ მათ მიერ დაშვებულ შეცდომებს, თემთა შორის ნდობის, მშვიდობის მშენებლობას და ეს მდგომარეობა თუ მოლოდინები სახელმწიფოს მხრიდან დროულ აღიარებას, გამოყენებასა და მხარდაჭერას საჭიროებს“.

სრულად...

წყარო: socialjustice.org.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023