en
ge

რატომ არის აუცილებელი ვიცოდეთ რომელ რიცხვში დაიწყო 2008 წლის ომი

რატომ არის აუცილებელი ვიცოდეთ რომელ რიცხვში დაიწყო 2008 წლის ომი

თბილისი. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი აქვეყნებს ორგანიზაციის მკვლევრის, დავით ბატაშვილის ბლოგპოსტს: რატომ არის აუცილებელი ვიცოდეთ რომელ რიცხვში დაიწყო 2008 წლის ომი.

„საქართველოში არსებობს ერთგვარი დაბნეულობა 2008 წლის ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებით. ადამიანები ომის დაწყების დღედ ხან 7, ხან 8 აგვისტოს ახსენებენ, თითქოს ამ ორ თარიღს შორის განსხვავება არ იყოს. სინამდვილეში, მათ შორის არის საკვანძო, პრინციპული განსხვავება. 7 აგვისტო არის დღე, როცა რუსული ჯარი რეალურად შემოიჭრა საქართველოში და ამით დაიწყო ომი საქართველოს წინააღმდეგ. 8 აგვისტო კი არის თარიღი, რომელსაც მოსკოვი იტყუება - თითქოს სამხედრო ოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ მან სწორედ ამ დღეს დაიწყო და არა - მანამდე.

ამ ტყუილს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური მიზანი. მისი მეშვეობით რუსეთი აცხადებს, თითქოს მისი თავდასხმა საქართველოზე დაიწყო მხოლოდ მას მერე, რაც თბილისმა წამოიწყო სამხედრო ოპერაცია ცხინვალის რეგიონში. ქართველთა მხრიდან რუსეთის ამ ტყუილის მხარდაჭერა ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტოს ხსენებით არის გაუგონარი სისულელე და დაუდევრობა. ისტორიასთან და ფაქტებთან ზერელე დამოკიდებულება, რომელიც ხშირად გვახასიათებს, ამ შემთხვევაში არის პირდაპირი მავნებლობა საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ და რუსული დეზინფორმაციის მხარდაჭერა“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.

სრულად...

წყარო: www.gfsis.org

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023