en
ge

გამჭვირვალობამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ავტომანქანებზე ინფორმაცია გამოაქვეყნა

ზუგდიდი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ზუგდიდის ოფისმა 2011 წლის 5 იანვრიდან 2012 წლის სექტემბრამდე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მიერ შეძენილი ავტომანქანების რაოდენობისა და ღირებულების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ 2011, 2012 წლებში 12 ავტომანქანის შესაძენად 687,170 ლარი დაიხარჯა, რაც იმას ნიშნავს, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა, სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით ყველაზე მეტი თანხა დახარჯა ავტომობილებზე.   
ორგანიზაციის ინფორმაციით,  ამ პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა 9 ტოიოტას მარკის სპორტულად აღჭურვილი მანქანა და 1 „მიცუბიშ პაჯერო იო" შეიძინა. მათ შორის ყველაზე ძვირადღირებული მანქანა „ტოიოტა ლენდ კრუიზერ 200" აღმოჩნდა, რომელიც მუნიციპალიტეტს 124,400 ლარი დაუჯდა.   
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" მიიჩნევს, რომ ავტომობილებზე გამოცხადებული ტენდერებით დაირღვა შესყიდვების კანონის მე-13 მუხლი, ტენდერში მონაწილეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების სამართლიანობასა და ჯანსაღი კონკურენციის შესახებ.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023