თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, ნამახვანი ჰესის პროექტის ირგვლივ არსებული უამრავი შეკითხვის პარალელურად, Სახელმწიფო აგრძელებს პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის უკანონოდ დახურვას, რაც კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვებს პროექტის უკანონობასა და სახელმწიფო ინტერესებთან მის შეუთავსებლობაზე. ორგანიზაცია სახელმწიფო უწყებების მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარს სასამართლოში ასაჩივრებს.
„ამჯერად, ინფორმაციის გაცემას ფინანსთა, ეკონომიკის და იუსტიციის სამინისტროებისგან ვითხოვთ. იუსტიციის და ეკონომიკის სამინისტროების წინააღმდეგ სარჩელის განსახილველად სასამართლო სხდომა მიმდინარე წლის 27 სექტემბერს ჩაინიშნა. Ჩვენმა ორგანიზაციამ შესაბამისი ინფორმაციის მოთხოვნით უშუალოდ ამ უწყებებს უკვე მიმართა, თუმცა საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის დადგენილი ვადის ამოწურვის მიუხედავად, ეს ინფორმაცია ამ დრომდე არ მიგვიღია“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)