თბილისი. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) წარმოგიდგენთ ანგარიშს - „მარში ღირსების გარეშე“.
„ანგარიშის სათაურით გამოკვეთილია ის სამწუხარო რეალობა, რომ 5 ივლისი, ანუ დღე, როდესაც თანადგომისა და სოლიდარობისადმი მიძღვნილი „ღირსების მარში“ უნდა გამართულიყო, საბოლოოდ იქცა დღედ, როდესაც ვიხილეთ სიძულვილი, ძალადობა და აგრესია, შესაბამისად - მოძალადეთა მარში, რომელიც დაცლილი იყო ღირსებისგან.
ანგარიში წარმოაჩენს LGBTQI+ თემის მიერ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების რეალიზების კუთხით არსებულ პრობლემებს. ამ ჭრილში განხილულია სახელმწიფოს მიერ კონსტიტუციური და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება და LGBTQI+ თემის მიმართ გატარებული პოლიტიკა. უფრო კონკრეტულად, ანგარიში ასახავს 2021 წლის 5 და 6 ივლისს თბილისში ჰომოფობიურ კონტექსტში განვითარებულ მოვლენებს და მათ წინმსწრებ პერიოდს. აღნიშნული მოვლენები ასევე შეფასებულია მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტთა უსაფრთხოების თვალსაზრისით“.
წყარო: gdi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)